Friday, November 13, 2009

1. პროექტის სახელი - კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძის მოწვევა და შეხვედრის ორგანიზება II საფეხურის მოსწავლეებთან.

2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: -ეს პროექტი მოზარდებს გაუადვილებს საკუთარი თავის ძიებისა და თვითდამკვიდრების პროცესს.

3. პროექტის სრული აღწერა - პროექტის დასაწყისში ხდება II საფეხურის მოსწავლეების და კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძის შეხვედრა სკოლის სააქტო დარბაზში, რომლის მუსიკაზეც მრავალი თაობა იზრდება. აქვე სრულდება მისი ნაწარმოებები, როგორც ვოკალური ისე ინსტრუმენტული. ხდება დაინტერესება მოსწავლეების სტუმრის ბიოგრაფიით და მისი შემოქმედებითი გზით.

4. მონაწილეთა ასაკი- 12, 13, 14-15 წწ.

5. ვადები/ხანგრძლივობა:-1 კვირა

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:-დიალოგი,სიმღერა, მოსმენა, დისკუსია, ცეკვა.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები:-იგი საუკეთესო საშუალებაა ბავშვის განვითარებისა და ინტერესების სწორად წასამართად, რაც მნიშვნელოვნად შეარბილებს იმ კრიტიკულ დამოკიდებულებას გარემოს მიმართ,რომელიც ნიშანდობლივია სწორედ ამ ასაკისათვის. ასეთი მუშაობა სწავლებაში მიზანმიმართულია საჯარო სკოლის მოსწავლეების მუსიკალური მომზადების სრულყოფისაკენ.

8. სარგებელი სხვებისთვის:-პირადად გაეცნობიან კომპოზიტორს და მის შემოქმედებას.

9. სამუშაო ენა:- ქართული

10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
11. საგნებთან/საგნნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწაავლო გეგმასთან კავშირი:კლასგარეშე მუშაობა

12. პროექტის ფასილიტატორი:ელზა გარაყანიძე

13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა:elza.gara@gmail com

14. პროექტის ფორუმი:

15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:www. elzagara.blogspot.com